წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამედიცინო აქცია გამართა ორგანიზაციამ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“.
აქცია წეროვნის დევნილთა დასახლებაში მესამედ ტარდება. პარტნიორობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია უწევს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ოვაშვილი.
წეროვანში ჩაყვანილ იქნა მრავალი პროფილის ექიმები Vivamed-იდან: ზოგადი ქირურგი, რადიოლოგი, კარგიოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი და სხვა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, დანიშნულებისამებრ, მოსახლეობას უანგაროდ სათვალეები გადასცა.