შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა IFRC-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობაზე საქართველოში, მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.
შეხვედრას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის უფროსი ბირგიტ ბიშოფ ებესენი, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
წყარო: https://www.facebook.com/photo/?fbid=360089616152058&set=a.292724532888567