ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. 

შეხვედრას დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების – რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.

ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობას.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ  დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხი; გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის 4-5 აპრილს.

წყარო: https://mfa.gov.ge/news/647527-zhenevis-saertashoriso-molaparakebebis-me-60-raundis-mosamzadebeli-shekhvedra

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია