არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. მათ გვირგვინით შეამკეს მისი საფლავი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

„ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას. სამშობლოსათვის მისი თავდადება ახალი თაობებისთვის მაგალითია“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ის ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული რეგიონის ეგრედ წოდებული ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ტატუნაშვილი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია