ნატახტარში ზაურ კალოევის სახელობის თასი-2023-ს ფინალი გაიმართა (VIDEO)

ნატახტარში ზაურ კალოევის სახელობის თასი-2023-ს ფინალი გაიმართა. თამაშს დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე.

ერთმანეთს ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა) და „ქსანი“ (ახალგორი) შეხვდნენ. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 3:3, ხოლო პენალტების სერიით გაიმარჯვა „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა) 5:4, რამაც გუნდის ჩემპიონობა განაპირობა.

მეორე ადგილი დაიკავა „ქსანმა“ (ახალგორი), მესამე კი „ლიახვმა“ აჩაბეთი (გორი).

ტურნირზე გამოავლინეს საუკეთესო ფეხბურთელების, საუკეთესო მეკარისა და ყველაზე პატარა მონაწილის პრიზიორები.

ყველაზე პატარა მოთამაშედ საბა თალაშვილი (ნატახტარის ნატახტარი) დასახელდა.

საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა გაბრიელ მილაძეს (გუნდი „ქსანი“ (ახალგორი).

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცათ: ტატო მონადირაშვილი („ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა)), ნიკოლოზ ბუნტური („ქსანი“ (ახალგორი)) და დავით ღამბაშიძე („ლიახვი“ აჩაბეთი (გორი)).

ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასებით, მედლებითა და დიპლომებით, გუნდებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია