იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი ფეხბურთში

30 სექტემბერს  დასრულდა გორის ,,დილას” ვეტერანი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის  იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი  ფეხბურთში.

    ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ  გორის „გორი“ და ქუთაისის „ტორპედი-1“, სადაც ანგარიშით 3-0 გორის „გორმა“ გაიმარჯვა.

    მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კასპის გუნდი და ქუთაისის „ტორპედო-2“. ძირითადი დრო დამთავრდა ანგარიშით 1-1. პენალტების სერიაში კი გაიმარჯვა კასპის გუნდმა ანგარიშით 5-4.

 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ ემზარ წკრიალაშვილს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, ხოლო ლადო შერმადინს კი ყველაზე უმცროსი მონაწილის პრიზი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია