იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი ფეხბურთში

  29-30 სექტემბერს, ქ.გორში ტარდება  გორის ,,დილას” ვეტერანი ფეხბურთელისა და  დამსახურებული მწვრთნელის იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ გორის ,,გორის”, ქუთაისის ,,ტორპრდო-2”, გორის „დილას“, ქუთაისის „ტორპედოსა” და კასპის გუნდების  2013 წლებში დაბადებული ბავშვები. ასევე მიწვეულნი არიან ახალგორის ფეხბურთელები.

     სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ  დააწესა პრიზები ტურნირის ყველაზე  უმცროსი  ფეხბურთელისა და ტურნირის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციებში.

      ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება  30 სექტემბერს,  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიაონზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია