სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება

2023 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №324 დადგენილებით.

1.იმ პირებმა, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მისაღებად, უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები: ერედვის, თიღვის, ახალგორის ან ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აიღონ ცნობა იმის შესახებ, რომ თავიანთ  ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აღებული ცნობა განცხადებასთან  და პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგინონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №1 (საკონტაქტო პირი: მარინე ქრისტესიაშვილი, ტელ.: 595958067). დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ასევე ქ.გორში, მისამართზე: სტალინის ქუჩა №16 (საკონტაქტო პირი: ნანა ხუცინაშვილი,, ტელ.: 595958052). სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 5 სამუშაო დღეში მოამზადებს ცნობას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

3. 2023 წლის 7 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გააკეთონ განაცხადი განათლების საინფორმაციო სისტემის პორტალზე, რომლის ელექტრონული მისამართია და აქვე ატვირთონ  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა.  განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ზემოთ აღნიშნულ პორტალზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია