ადმინისტრაციამ ხანძრით დაზარალებულ დევნილ ოჯახს სამშენებლო მასალა გადასცა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია განაგრძობს დევნილთა საჭიროებების შესწავლას და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას. ადმინისტრაციამ დახმარება გაუწია წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ხანძრით დაზარალებულ მორის ელბაქიძის ოჯახს, რომლის მიმართვის საუძველზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ ვითარებას, რის შემდგომ ადმინისტრაციამ შეისყიდა და ოჯახს ადგილზე გადასცა 4 კუბური მეტრი ხის მასალა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი კაპანაძის განმარტებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ასევე,  ინტენსიურად ეხმარება სტიქიით დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს:

„ხანძრით დაზარალებულ 15-მდე ოჯახს უკვე გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, მაგალითად, უფლისციხეში მცხოვრებ დევნილ ოჯახს გავუწიეთ დახმარება – მათი სახლი ქარმა დააზიანა. ამასთან ერთად, იმ დევნილთა დასახლებაში, სადაც არ იყო ბუნებრივი აირი და მოხდა გაზიფიცირება, ადმინისტრაციამ ყველა ოჯახს შეუსყიდა და დაუმონტაჟა გაზის გამათბობლები, კონკრეტულად, ქარელის რაიონის მოხისის ჩასახლებაში 58 ოჯახს გაეწია დახმარება“, – განაცხადა კაპანაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია