თამაზ ბესტაევმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 26 ივნისს, გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ კონტექსტში აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების არსებითი მნიშვნელობა.

ასევე, აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის გამართვა 2023 წლის 11-12 ივლისს იგეგმება.

წყარო:https://mfa.gov.ge/news/136572-shekhvedra-zhenevis-saertashoriso-molaparakebebis-tanatavmjdomareebtan

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია