ოთხთა ტურნირი „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი“ ჩატარდა (VIDEO)

0
245

ნატახტარში ჩატარდა ოთხთა ტურნირი „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს კოდის, წეროვნის, გორისა და ნატახტარის დევნილმა და არადევნილმა ბავშვებმა.


შესარჩევ მატჩში ერთმანეთს გორის „ლიახვი“ და ახალგორის „ახალი გორი“ შეხვდნენ, სადაც 3:2 გორმა მოიგო.


მეორე თამაშში ერთმანეთს კოდის „ლიახვი“ და ნატახტარის „ნატახტარი“ დაუპირისპირდნენ, სადაც ამჯერად ფინალში „ნატახტარი“ გავიდა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.


მესამე ადგილისთვის იასპარეზეს ახალგორის „ახალ გორმა“ და კოდის „ლიახვმა“ – 4:2, გამარჯვება ახალგორის გუნდმა მოიპოვა.


ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ნატახტარის და გორის გუნდები.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის“ მფლობელი ანგარიშით 2:1 ნატახტარის „ნატახტარი“ გახდა.
პრიზიორებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს დაჯილდოების ცერემონიალში.
ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ადმინიატრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here