ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

2023 წლის 24 მარტს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. 

ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დიდ მნიშვნელობას, ვინაიდან ის წარმოადგენს, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთ პლატფორმას ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ  შესრულების საკითხზე. 

საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა: რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით – საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ასევე, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ამ მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი 2023 წლის 4-5 აპრილს გაიმართება.

წყარო: https://mfa.gov.ge/news/111015-lasha-darsaliam-shekhvedra-gamarta-zhenevis-saertashoriso-molaparakebebis-tanatavmjdomareebtan

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია