თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს (VIDEO)

0
141

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივის მისაგებად თბილისში მემორიალთან დილიდან მათი ოჯახების წევრები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და წითელი ჯვრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მხარდაჭერა გამოხატა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მიმართ.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ოჯახის წევრები: ისაუბრეს ტკივილზე, რომელიც დღესაც არ ნელდება. ღონისძიების ფარგლებში პარაკლისი ჩატარდა.  

მემორიალის ტერიტორიაზე მოეწყო პატარა გამოფენა. ასევე გამოიყო სივრცე, სადაც ღონისძიების მონაწილეებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ სუვენირები ყვავილი კესანეს გამოსახულებით და წარწერით „არ დამივიწყო!“ («Forget-me-not!»). შეგახსენებთ, რომ საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სიმბოლოდ კესანე მოიაზრება.

ღონისძიების ორგანიზატორი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის – 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების ტკივილის გაზიარება და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

შეგახსენებთ, თამარაშვილის ხეივანში არსებული უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი მერიის აქტიური ჩართულობით 2021 წლის 23 სექტემბერს გაისხნა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე საქართველოში ყოველწლიურად  2003 წლიდან აღინიშნება.

**************************************************************************************************************

რესპონდენტი: ნანა ქარდავა – უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომიტეტის წარმომადგენელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here