ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხურვალეთში კონცერტი გაიმართა (VIDEO)

ხურვალეთის დევნილთა კომპაქტური დასახლების ბავშვევბისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა.

ერედვის კულტურის ცენტრის ბავშვები საზეიმო პროგრამით წარდგნენ ხირვალეთის  დევნილთა დასახლების მაყურებლის წინაშე. მათ შეასრულეს ცეკვა „სამაია“, „ცეკვა ქართული“, ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერები და მრავალი სხვა ნომერი.

ერედვის კულტურის ცენტრმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა, სადაც ესპანური და იაპონური ცეკვები და სიმღერები შესრულდა, რაც ღონისძიების მოულოდნელ ნაწილად იქცა.

ღონისძიების ორგანიზატორები – ერედვის მუნიციპალიტეტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

ნახეთ ჩვენი VIDEO. რესპონდენტები: გიული ჩოხელი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფრისის მოადგილე; ნინო ჟუჟნიაშვილი – კოდას კულტურის ცენტრის დირექტორი; მარი მჭლუხაძე – ხურვალეთის მაცხოვრებელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია