ანგარიში პარლამენტს

0
842

სიტუაცია ჯანდაცვის კუთხით და პანდემია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა ერთობლივი სხდომა, სადაც  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა წარადგინა 2020 წლიდან დღემდე არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრების წინაშე.

“სინანულით შეიძლება აღინიშნოს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯანდაცვა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მაღალკვალიფიციური პერსონალის, თანამედროვე აღჭურვილობის, ახალი დიაგნოსტიკური მეთოდებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე შეუძლებელია მთავარი პრობლემის მოგვარება – საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა”, – განაცხადა ბესტაევმა.

სხდომას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი, არასამთავრობო სექტორი და პარლამენტის სხვა წარმომადგენლები.   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here