,,რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი”

0
185

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით 23 ივლისს ქუთაისში, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, პროგრამა „მომავლის ბანაკი“-2019 ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ,,რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში”  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონად დევნილი 13 დან 18 წლამდე ასაკის 50 მოსწავლე გაემგზავრა.

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.

 

ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკზე. მოსწავლეები ქუთაისიდან  6 აგვისტოს დაბრუნდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here