„ვაჟაობა“ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში, ჩატარდა.
სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“.
მათ „ქართული ცეკვა“, ოსური „ჰონგა“ , ასევე „კახური“, „ყაზბეგური“ და ქალ-ვაჟთა „მთიულური“ შეასრულეს, ხოლო ანსამბლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა – ქართული და ოსური სიმღერები.
„ვაჟაობაზე“, ტრადიციულად, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდება. მათ შორის: ფოლკლორული კონცერტი, სპორტული თამაშობები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ჭიდაობა და დოღი.
ღონისძიების ორგანიზატორი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.