ამა წლის 21 ივლისს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელებულ „საზაფხულო ეკოსკოლა“ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 8 მოსწავლე გაემგზავრა.
ბანკში მოსწავლეები 14 დღის განმავლობაში იქნებიან. ამ დროის მანძილზე ისინი დატვირთული იქნებიან სახალისო აქტივობებით.