დევნილთა საკითხებზე კონფერენცია „იძულებით გადაადგილება საქართველოს კონტექსტში“ ჩატარდა

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსმა ნინო ოვაშვილმა და ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენელმა ნინო ჩიბიროვამ კონფერენციაში „იძულებით გადაადგილება საქართველოს კონტექსტში“ მონაწილეობა მიიღეს. ფორუმი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა და ლტოლვილთა ხმის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ფორუმზე, სადაც მიწვეულ იყვნენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განხილულ იქნა იძულებით გადაადგილება, როგორც პრობლემა, საქართველოს კონტექსტში.  

ასევე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: 1990-1993 დევნილთა და 2008 წლის იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოკითხვის შედეგად დადგენილი გამოწვევები და მეორე – უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად დევნილად ქცეული პირების პრობლემატიკა.

კვლევის ორივე ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია.

კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები დევნილების მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს შორის, დასახელდა მედია-საშუალებების მიერ მწირი მსჯელობა მათი საჭიროებების შესახებ, ასევე დევნილთა დასახლებებში მეტი სკვერის, საბავშვო ბაღისა და, სპორტული მოედნების კეთილმოწყობა; მეტი კომუნიკაცია დევნილებთან თვითმმართველობის მხრიდან და ზრუნვა მათი პრობლემების მოგვარებაზე; სასწავლო პროგრამების შემუშავება – პროფესიული სასწავლებლების გააქტიურება დევნილებთან მუშაობის პროცესში და სხვა.

1990-1993 წლების დევნილებისა(64%) და 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულიპირის უმრავლესობა (70%) თავს ინტეგრირებულად მიიჩნევს. შესაბამისებრ, 4% და 2% არ მიიჩნევს, 22% – რჩება კითხვები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო დევნილი და უკრაინელი ლტოლვილი მეწარმეების გამოფენა, მათი პროდუქციისა და საქმიანობის პოპულარიზების მიზნით.

კონფერენციის ორგანიზატორია – არასამთავრობო ორგანიზაცია „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი“ ესტონეთის ლტოლვილთა საბჭოსთან თანამშრომლობით და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ფინანსური მხარდაჭერით. NGO 2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და დევნილთა საკითხებსა და საჭიროებებზე მუშაობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია