თამაზ ბესტაევი: ევროსაბჭოს გადაწყვეტილება არის საქართველოს გამთლიანების უპირობო შესაძლებლობა

მაქვს პატივი მოგილოცოთ უაღრესად მნიშვნელოვანი დღე – ევროპის საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში!
ევროპის საბჭომ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარება მოახდინა.

ეს დღე საქართველოს თითოეული მოქალაქის დღეა!

ეს იმ მებრძოლთა გამარჯვების დღეა, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს თავისუფლებისა და ნათელი მომავლისთვის!

განსაკუთრებით, ეს დღე მინდა მივულოცო ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ ჩვენს ოს დებსა და ძმებს. ჩვენო თანამემამულენო, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულ შანს გვაძლევს – ეს არის ჩვენი გამთლიანების უპირობო შესაძლებლობა! ამასთან, ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და ურყევი დემოკრატიული განვითარების მყარი საფუძველი და თქვენთან ერთად ნათელი მომავლის საწინდარი!

მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს მთავრობის ყველა წევრის მიმართ მძლავრი ძალისხმევისთვის!

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისა და ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებისა და ქმედებების ასეთი შეფასებისთვის!
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა მეტი განვითარების, მეტი დემოკრატიის, მეტი ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის გამთლიანების საფუძველი!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და საქართველოს ვუსურვებ ბევრ გამარჯვებას!

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
თამაზ ბესტაევი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია