ზაურ კალოევის სახელობის ტურნირის ფინალი 26 ოქტომბერს გაიმართება

ზაურ კალოევის სახელობის ტურნირის ფინალი 26 ოქტომბერს გაიმართება.

22 ოქტომბერს კი სოფელ ნატახტარში გაიმართა ზაურ კალოევის ტურნირის ჯგუფური თამაშები, სადაც მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებული დევნილი და არადევნილი ბავშვები – გუნდები: „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა), „ლიახვი“ აჩაბეთი (გორი), „ლიახვი“ აჩაბეთი, ახალგორის „ქსანი“, ახალგორის „ლომისი“, წილკანის და ნატახტარის გუნდები.

ა ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა: ლიახვის „აჩაბეთი“, ახალგორის „ქსანი“, ნატახტარის „ნატახტარი“, წილკანის „წილკანი-1“.

თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:

ნატახტარის „ნატახტარი“ – წილკანის „წილკანი-1“ ანგარიშით 5:1;

ახალგორის „ქსანი“ – აჩაბეთის „ლიახვი“ ანგარიშით 7:0.

ბ ჯგუფში მონაწილეობდნენ გუნდები: „ლიახვი“ აჩაბეთი (გორი), „ლიახვი“  აჩაბეთი (კოდა), ახალგორის „ლომისი“, წილკანის „წილკანი-2“.

თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:

„ლიახვი“ აჩაბეთი (გორი) – წილკანის „წილკანი-2“ ანგარიშით 7:0;

„ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა) – ახალგორის „ლომისი“ ანგარიშით: 5:3.

ნახევარფინალში იასპარეზეს:

ახალგორის „ქსანი“ – ნატახტარის „ნატახტარი“, სადაც „ქსანმა“ გაიმარჯვა ანგარიშით 3:0.

„ლიახვი“ აჩაბეთი (გორი) შეხვდა „ლიახვი“ აჩაბეთს (კოდა) – თამაში ფრედ დასრულდა: 1:1. პენალტების სერიით გაიმარჯვა „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა) ანგარიშით 2-3.

მესამე ადგილისთვის იასპარეზეს:

ნატახტარის „ნატახტარი“ – „ლიახვი“ აჩაბეთი (გორი) – თამაში 0:7 დასრულდა.

ზაურ კალოევის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართება 27 ოქტომბერს 15:00 საათზე სოფელ ნატახტარში, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ახალგორის „ქსანი“ და „ლიახვი“  აჩაბეთი (კოდა).

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია