საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა

13-14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ეძღვნება დიდ სასულიერო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს, მთარგმნელს, თელავის სასულიერო სემინარიის დამაარსებელსა და პირველ რექტორს – გაიოზ რექტორს. (1746-1821).

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეცნიერები.

კონფერენციას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

“ტრადიციული ურთიერთობები, ისტორიის საუკუნეების განმავლობაში განმტკიცებული ურთიერთობები ძალიან ღირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაფრთხილება, მისი გაცოცხლება, გაძლიერება მოგვცემს საშუალებას გადავდგათ უფრო დიდი ნაბიჯები წინ შერიგებისკენ, რომელ პოლიტიკასაც ატარებს ჩვენი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ სწორედ ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითრების ხელშეწყობა.

საჯარო საკოლებში ისწავლება ოსური ენა სახელმწოფოს მხარდაჭერით. და რაც მთავარია, ოსური და ქართული კულტურის საერთო ფესვები, საერთო ფოლკლორი, საერთო ის ღირებულებები, რომლებიც განმტკიცებულია საუკუნეების მანძილზე, ასახულია სხვადასხვა ლიტერატურაში და ამ ლიტერატურის გაძლიერების მხარდაჭერაც ასევე სახელმწიფოს პრიორიტეტია”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია