აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა (VIDEO)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცერემონიალის შემდეგ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიუსამძიმრა მურაზ რომელაშვილის ოჯახის წევრებს, რომლებმაც ომში ორი შვილი დაკარგეს: გელა და გიორგი რომელაშვილები.

 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძმები გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში ირიცხებოდნენ, გია ოცმეთაური იყო, გელა – ოცეულის მემიზნე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.

2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია