თამაზ ბესტაევი ლიეტუვური მზის ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო

 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე ლიეტუვური მზის ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში.

კოდას დევნილთა დასახლებაში ლიეტუვური მზის ელექტროსადგური იწყებს მუშაობას. ეს უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უფრო სტაბილურ მიწოდებას, ენერგიით უზრუნველყოფას საზოგადოებრივი შენობებისა და წყალმომარაგების სისტემებისთვის. ლიეტუვის რესპუბლიკამ ელექტრო პანელების დამონტაჟებისთვის 450 000 ევრო გამოყო.

 კოდას დევნილთა დასახლებაში დამონტაჟებული 375 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგური დასახლების ელექტროენერგიის მოთხოვნას 100 პროცენტით დააკმაყოფილებს. სავარაუდოა, რომ ელექტროსადგური ყოველწლიურად 358 ტონა CO2-ის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.

პროექტი განხორციელდა ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს (APVA) განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიხედვით და დაფინანსდა კლიმატის ცვლილების სპეციალური პროგრამის სახსრებით. APVA-ს სუბსიდიამ 290 ათასი ევრო შეადგინა, ხოლო მეორე ნაწილი სოლეტმა გამოყო.

ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, ერედვის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ ცოტნიაშვილი, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის მზის ენერგიის კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი, ვიტას მაჩიულისი და კომპანია Solet-ის მენეჯერები.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია