სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ორგანიზაცია “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალის” საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი მოადგილესთან გივი ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ განლაგებულ სოფელ მერეთში, სადაც გაიმართა აღნიშნული აქცია.

ორგანიზაციის ინიციატივითა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სოფელ მერეთში მცხოვრებ ომის ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, საჯარო სკოლების პედაგოგებსა და სოციალირუად დაუცველ მოსახლეობას 24 ივნისს სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდა.

სამხრეთ ოსეთის ადმინიატრაციამ პაციენტებს მედიკამენტები დაუფინანსა, რომლებიც ექიმების დანიშნულებით გაიცა.

საქველმოქმედო აქციაში თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, “ვივამედისა” და “გიდმედის” სამედიცინო პერსონალი ჩაერთო.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია