რუსთაველის თეატრში ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლ „ალი და ნინოს” პრემიერას ამზადებს

0
255

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის პრემიერას ამზადებს. ყურბან საიდის რომანის მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი დრამის,  „ალი და ნინოს“ სასცენო ვერსია რეჟისორ გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის.

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული წარმომავლობის ჭაბუკის, ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და ბაქოში რევოლუციის ფონზე ვითარდება.

სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა.

სპექტაკლი საქართველოში პირველად იდგმება და იგი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის თეატრში პირველ და ორ მაისს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here