ანსამბლმა „ნართები“ ფესტივალ „არტ-გენზე“ ოსურ-ქართული პროგრამა წარადგინა

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ ფესტივალ „არტ-გენის“ მაყურებლის წინაშე ოსურ-ქართული პროგრამით წარსდგა.

შესრულდა ცეკვები „ხონგა“, „“ქართლ-კახური“, „ყაზბეგური“ და პოპური, ხოლო ანსამბლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა რამდენიმე სიმღერა გააჟღერა ოსურ და ქართულ ენებზე – „მრავალჟამიერი“, „აისაი, ანაზაი“ („აიღე, დალიე“), ოსური პოპური და იმერული „მგზავრული“.

შეგახსენებთ, 2023 წლის „არტ-გენის“ ფესტივალზე ანსამბლმა „ნართები“ ვაჟა დურგლიშვილის და პოეტ რომან ზუკაკიშვილის ახალი სიმღერა წარადგინეს – „სამი ძმა“, რომელიც ქართველების, ოსებისა და აფხაზების მეგობრობასა და სიყვარულზეა.

სიმღერის მუსიკალური არანჟირება ხალხურ ინსტრუმენტებზე – ანსამბლ „ნართების“  ლოტბარს დავით ელბაქიძეს ეკუთვნის.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ნართები 2007 წელს დაარსდა. ანსამბლის რეპერტუარი შედგება ოსური და ქართული სიმღერებისა და ცეკვებისგან: „სიმდი“, „ხონგა“, „ოსური ქალთა ცეკვა“, „მთიულური“, „აჭარული“, „ქართული“ და სხვა.

,,არტ-გენის“ რიგით 21-ე ფესტივალი 19 ივლისს გაიხსნა და 28 ივლის დასრულდება. ღონისძიება თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ხალხური შემოქმედების ანსამბლები საქართველოს რეგიონებიდან.

ასევე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“, ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ და სხვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია