ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტების დაფინანსება

2025 წლის 17 თებერვლამდე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში მიიღება განცხადებები იმ სტუდენტთა დაფინანსების შესახებ, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში), არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან. ერთჯერადი დაფინანსების მიღება შეუძლიათ ასევე ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მიღებული აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან და 2023-2024 აკადემიური წლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კურსების 80%-ში მაინც მიღებული აქვთ უმაღლესი შეფასება – A. დაფინანსების წესი განსაზღვრულია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 13 იანვრის  №17/1 ბრძანებით. 

დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი
  • დევნილის მოწმობა
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა
  • პირადი საბანკო ანგარიში
  • იმ სტუდენტებმა, რომლებსაც წინა წლებში მიღებული აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისგან დამატებით უნდა წარმოადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი

მისამართი:

ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1. ტელ.: 595958067

ქ. გორი, სტალინის ქ. 16. საკრებულოს შენობა ტელ.: 595958052.

Comments (0)
Add Comment