სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში სამედიციო აქცია გაიმართა.
სხვადასხვა პროფილის ექიმებმა (ოფთალმოლოგი, ანგიოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, რადიოლოგი) სოფელ ფრეზეთში, კომპაქტურად ჩასახლებულ, 2008 წლის ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიეს და მედიკამენტები გადასცეს.
ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შედეგად დევნილებს, საჭიროებისამებრ, უფასოდ სათვალეები გადაეცათ.
სამედიცინო აქციას ფრეზეთში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ოვაშვილი და უწყების თანამშრომლები დაესწრნენ.