საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქ. საჩხერეში ჩატარდა სრულიად საქართველოს ტრადიციული კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მომავალი თაობა“ ფესტივალში პირველად მიიღო მონაწილეობა.
„ანსამბლის მიერ შეასრულებულმა საგალობელმა „მამაო ჩვენო“ მაყურებელში დადებითი ემოცია გამოიწვია. ჩვენი გუნდის მონაწილეთათვის პროფესიონალ მგალობლებთან ერთად სცენაზე გამოსვლა საამაყო და სტიმულია ჩვენი “, – განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა დოდო კახნიაშვილმა.
ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცა ფესტივალის ემბლემა, ქართული საგალობლების კრებული და ღვინო.