30 სექტემბერს დასრულდა გორის ,,დილას” ვეტერანი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი ფეხბურთში.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გორის „გორი“ და ქუთაისის „ტორპედი-1“, სადაც ანგარიშით 3-0 გორის „გორმა“ გაიმარჯვა.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კასპის გუნდი და ქუთაისის „ტორპედო-2“. ძირითადი დრო დამთავრდა ანგარიშით 1-1. პენალტების სერიაში კი გაიმარჯვა კასპის გუნდმა ანგარიშით 5-4.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ ემზარ წკრიალაშვილს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, ხოლო ლადო შერმადინს კი ყველაზე უმცროსი მონაწილის პრიზი.