სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.
2008 წლის 11 აგვისტოს მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს რუსული ჯარის ბატალიონთან არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა. ქართველი მეომრები სოფელ შინდისთან მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ ბრძოლაში, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. ოცეული ორმხრივ სროლაში რუს სამხედროებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდა.ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსეთის ჯარის კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება მაშინ ორჯერ ითხოვა.
ამავე შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.