სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზება გაუკეთა და დაასრულა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის გამათბობლების შესყიდვა. პროექტი შეეხო 54 ოჯახს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ირინა კაცელაშვილის ოჯახს დაუმონტაჟდა გამათბობელი. ამისთვის ბიუჯეტიდან 700 ლარი გამოიყო.
ირინა კაცელაშვილი ფრონის ხეობის სოფელი ავნევიდანაა დევნილი. ბინის დამტკიცების შემდეგ, მან ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა განცხადებით.
„ჩვენთვის ძალიან ძნელია ასეთი ნივთის შეძენა – მოგეხსენებათ, თუ რა ღირს გამათბობლები დღეს. ამიტომ მივმართეთ ადმინისტრაციას. მადლობას გიხდით გამოჩენილი ყურადღებისთვის“, – განმარტა ირინა კაცელაშვილმა.