1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელიც მათი ოჯახის სოციალური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება.
წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
- დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
- განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.
2. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებზე – ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარი
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
- დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
- პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
- გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.
3. მრავალშვილიან ოჯახებზე (ოთხი და მეტი შვილი) – თითოეულ არასრულწლოვანზე ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარი
- განცხადება;
- მშობლის (მშობლების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
- დახმარების მიმღები პირის მოქალაქის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლად ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დახმარების მაძიებელი პირის დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
- განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.
4. სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები.
გამოკვლევები ხორციელდება ქ. თბილისის კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი;
- ფორმა 100.