გორში ჯემალ კასრაძის ფოტოგამოფენა გაიმართა

გორში, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში,  პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინიშვილის პრემიის ლაურეატის, ცხინვალელი ფოტოხელოვანისა და ჟურნალისტის ჯემალ კასრაძის ფოტოგამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ასახავენ საქართველოს უახლესი პოლიტიკური ცხოვრებისა და ისტორიის კადრებს,  მნიშვნელოვან სპორტულ და საზოგადოებრივ პროცესებს, ასევე ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების პორტრეტები.

ღონისძიებას დაესწრნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და მისი მოადგილე გივი ჯაფარიძე, ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი,  გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები,ცხინვალიდან დევნილი საზოგადოება, პოეტები-მზია ხეთაგური და ციცინო ბაბუციძე, მსახიობები და ა შ.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მან ხაზი გაუსვა  ღონისძიების გამართვის მნიშვნელობას, ისაუბრა ფოტოხელოვანის პროფესიონალიზმზე და წარმატებები უსურვა სახელოვან ცხინვალელს შემოქმედებით გზაზე.

ჯემალ კასრაძე 1945 წლის 27 იანვარს ცხინვალში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.
ჯემალ კასრაძის როგორც ფოტოგრაფის დებიუტი 1971 წელს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” შედგა, შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა სპორტულ გაზეთებში “ლელო” და “მართვე”. თითქმის 40 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რედაქციებთან “დილის გაზეთი”, “კაბადონი”, “დრონი”, “საქართველოს რესპუბლიკა”. ასევე, წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში.

ღონისძიების ორგანიზატორია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური.

Comments (0)
Add Comment