ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტების სწავლების დაფინანსება
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 9 იანვრის №05/1 ბრძანებით დამტკიცებული სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით ადგილნაცვალი პირების სწავლების დაფინანსების წესი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით ადგილნაცვალი სტუდენტების დაფინანსებისათვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2023 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოიყოს 25000 ლარი.
მუხლი 2. დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
- ამ წესით დაფინანსება შეიძლება მოიპოვონ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილმა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში), არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან.
- ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მიღებული აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან და 2021-2022 აკადემიური წლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კურსების 80%-ში მაინც მიღებული აქვთ უმაღლესი შეფასება -A.
მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი
- დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებზე. მაგრამ ერთი სტუდენტის მიერ მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.
- სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და ამ წესით გაცემული თანხის ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას (2250 ლარი).
მუხლი 4. განცხადების წარდგენის ვადა
- სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე–2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, დაფინანსების მისაღებად განცხადება მე-5 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ 2023 წლის 15 თებერვლის 15 საათამდე.
მუხლი 5. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტთა ნუსხა
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი (იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას.)
ვ) პირადი საბანკო ანგარიში.