კონცერტი კოდაში შაუმიანისა და გარდაბნის დევნილი ბავშვებისთვის (VIDEO)

კონცერტი ღია ცის ქვეშ – კოდაში გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღო ერედვის კულტურის ცენტრის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა. კონცერტს დაესწრნენ შაუმიანისა  და გარდაბნის დევნილი ბავშვები.

ღონისძიებაზე მოწვეული მხატვრები  ბავშვებს  სურვილისამებრ სახეები მოუხატეს, პუბლიკას კი ჯამბაზები ამხიარულებდნენ.

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ბავშვებმა ფლეშმობი წარმოადგინეს. კონცერტი კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა შაუმიანისა და გარდაბნის დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სიგელები გადასცეს.

ორგანიზატორებმა ადგილზე კლინიკა „ავერსის“ ექიმები (პედიატრი, ნევროლოგი, ორთოპედი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი) მიიწვიეს, რომლებმაც ბავშვებს და პენსიონერებს დიაგნოსტიკის მიზნით ჩაუტარეს უფასო კონსულტაციები.

ღონისძიება ერედვის მუნიციპალიტეტის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ჩვენი PHOTO და VIDEOკადრები კონცერტიდან:

ფოიერვერკი:

Comments (0)
Add Comment