კარნახი, საუკეთესო კალიგრაფია, ლექსებისა და მოთხრობების მხატრვრული კითხვა ოსურ ენაზე, ოსური სიმღერები და სხვა კონკურსები – არეშფერანის, ფონას, წიწკანაათსერის და მთისძირის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ოსური ენის დღე ინტელექტუალური კონკურსით აღნიშნეს.
ღონისძიება სოფელ არეშფერანში გაიმართა, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად ოსები. საკონკურსო პროგრამა მოამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.
ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
VIDEO: