ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურად დაიწყო. ამის შესახებ რუსულ მედიას ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა სერგეი მანკომ განუცხადა. მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა 5, 6, 12 და 13 მარტს იგეგმება. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია 27 რაიონში.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება. რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობის 90%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

18 მარტს ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ხმის მიცემას 13 საარჩევნო უბანზე შეძლებენ, აქედან ორი უბანი სამხედროებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

Comments (0)
Add Comment