14 აპრილს, ქ. გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,ნართები“-ს საქველმოქმედო კონცერტი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დასახმარებლად.
ანსამბლი, მაყურებლის წინაშე, ახალი პროგრამით წარდგა, რამაც დიდი ოვაციები და დადებითი ემოციები გამოიწვია.
კონცერტს ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე გორის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი.
კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ პირებს.
კონცერტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და გორის კულტურის სამსახურის დახმარებით გაიმართა.