ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.
„სამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ.
საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრ
უმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში იყოს ცხედარი გადმოსვენებული.