ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ახორციელებს სოციალურ პროგრამებს. აღნიშნული სამუშაო ხორციელდება  ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის მიერ. სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი აცხადებს, რომ  2019 წელს ადმინისტრაციას  989 ადამიანმა მიმართა სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებისთვის, რომლებმაც ერთჯერადი დახმარება მიიღეს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  1. სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევა.471  პაციენტმა  ისარგებლა ამ მომსახურებით საქართველოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 77 421 ლარის ოდენობით;
  2. ქირურგიული ჩარევა(ადმინისტრაციის მიერ 25% თანადაფინანსებით) ჩაიტარა 198 პაციენტმა ადმინისტრაციის თანადაფინანსებით (გაიცა საგარანტიო წერილები 43 656 ლარის ოდენობით);
  3. დახმარება გაეწია 175მრავალშვილიან ოჯახს 56 900  ლარის ოდენობით;
  4. 76 ბენეფიციარმა მიიღო თანხასხვადასხვა საჭიროებების მიხედვით  16 350 ლარის ოდენობით;
  5. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირთა დახმარება– ამ ეტაპზე სულ 11 ადამიანი – 3 900 ლარის ოდენობით;
  6. 2008 წლის ომში დაღუპულების ოჯახები: დახმარება გაეწია 58 ოჯახს 11 400 ლარის ოდენობით.

აგრეთვე, სამედიცინო დახმარება გაეწიათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. სულ 2019 წელს 248 პაციენტმა  სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება მიიღო თბილისის საავადმყოფოებების სტაციონარებში სახელმწიფო რეფერალური პროგრამის მიხედვით – სულ დაიხარჯა 1 104 956 ლარი.

ხშირი დაავადებების სტატისტიკა: 2019 წლის ბაზა 

 

მთლიანობაში ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტიდან 2019 წელს ზემოდაღნიშნული დახმარებების  შესასრულებლად დაიხარჯა 209 627 ლარი.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა  და სოცუზრუნველყოფის  სამსახურის ბიუჯეტი წელიწადში 250,000 ლარს შეადგენს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილების  საჭიროებებზე ნაწილდება დადგენილი კატეგორიის მიხედვით

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის  მიერ ერთჯერადი  სოციალური დახმარებათა პროგრამა 2019 წელს

Comments (0)
Add Comment