არა ოკუპაციას!

„არა სეპარატიზმს! არა ძალადობას! არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას!“ ასე გამოეხმაურა ცხინვალის თეატრი ოკუპაციის პრობლემას და საოკუპაციო ზოლზე გამართა ოთხი სპექტაკლი.

21 ოქტომბერს, სოფელ ატოცში, ღია ცის ქვეშ – სპექტაკლი ”ჯაყო” დიდი კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ”ჯაყოს ხიზნების” მიხედვით.

წარმოდგენა ასევე გაიმართა სოფელ დვანში (22 ოქტომბერს), სოფელ ზემო ნიქოზში (23 ოქტომბერს) და სოფელ არბოში (24 ოქტომბერს). სპექტაკლებზე დასწრება ყველას თავისუფლად შეეძლო.

 

ცხინვალის თეატრი მადლობას უხდის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, საპარლამენტო უმრავლესობის აპარატს პროექტის მხარდაჭერისთვის.

Comments (0)
Add Comment