25 მაისს წეროვანში ჩატარდა „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი -2019“ ძიუდოში ჭაბუკთა შორის. აღნიშნული ტურნირი ტარდება ყოველწლიურად, სადაც მონაწილეობას იღებენ ბავშვები, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირში გამარჯვებული დევნილი ბავშვები მიიღებენ შეჯიბრში მონაწილეობას- საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ცხინვალის რეგიონის გაერთიანებულ გუნდში.