მიმდინარე წლის 15 მაისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახური შავშვების საჯარო სკოლაში ატარებს ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – ,,ვილაპარაკოთ ოსურად“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ნიგოზას, შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში არსებული ოსური ენის შემსწავლელი წრეების მოსწავლეები, რომლებიც წაიკითხავენ ზეპირად ლექსებს და ანდაზებს ოსურ ენაზე.