2018 წლის 23 ივლისს ქ. გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ჩატარდა 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. გორში, წეროვანში, კოდასა და ქ.თბილისში მცხოვრებმა დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილებმა.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისისა და წეროვნის დევნილები, სადაც პენალტების სერიაში თბილისის გუნდმა გაიმარჯვა.
ტურნირის ორგანიზატორები: ქურთის მინიციპალიტეტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია.