18 ივნისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ჩატარდა შესარჩევი კონკურსი „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში – ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” – მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება – 10 ქულა. კონკურსი ჩატარდა ინგლისურ ენაში წერითი გამოცდის სახით. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 გამარჯვებული მოსწავლე:
- ანა ელბაქიძე
- ლიზი ტურაშვილი
- ნელი იმნაძე
- თამუნა მინდიაშვილი
- ნანა ილურიძე
- მარიამ კაბულოვი
- ლანა კაბულოვი
- მარიამ დათაშვილი
- დავით მაზანაშვილი
- თეკლა კობერიძე
ინგლისური ენის ტესტის შეფასება განახორციელა ამერიკელმა მოხალისე ჩელსი ბოიდმა, რომელიც მოღვაწეობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „უკეთესი მომავლისთვის“.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია „უჯეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა ჩქარეულს და ამერიკელ მოხალისე ჩელსი ბოიდს.