“გორის დღე-2023”-ს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ოსური კუთხე მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ოსური ეროვნული სამზარეულოს კერძები – სამი ოსური ხაჭაპური, ჯიგკა, ოსური ლუდი და სხვა, ასევე ტრადიციული სამოსი.
ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, ადმინისტრაციის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონის მოსახლეობა და ტურისტები.
სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე დამზადებული ოსური კერძების დაგემოვნება.
ადმინისტრაციის ღონისძიებაში ჩართულობა უზრუნველყო განათლების სამსახურისა და კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლებმა.
გორის დღე შიდა ქართლში ყოველწლიურად აღინიშნება.