30 აგვისტოს მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, შეიარაღებულ კონფლიქტებსა და ძალადობის სიტუაციებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 195 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია მათი ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების ტკივილის გაზიარება და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
შეგახსენებთ, თამარაშვილის ხეივანში არსებული უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი მერიის აქტიური ჩართულობით 2021 წლის 23 სექტემბერს გაისხნა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე საქართველოში ყოველწლიურად 2003 წლიდან აღინიშნება.