4:3 დასრულდა ნატახტარში გამართული ზაურ კალოევის სახელობის თასის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ წილკანის „წილკანი“ და აჩაბეთის „ლიახვი“. ჩემპიონი გუნდი „წილკანი“ გახდა.
შესაბამისად, მეორე ადგილი დაიკავა აჩაბეთის „ლიახვმა“, მესამე კი – ნატახტარის „ნატახტარმა“.
გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩურებით.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სერგო გაბელაიას თქმით, დევნილ ბავშვებში სპორტული ტურნიერბის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს: „ზაურ კალოევის სახელობის ტურნირს ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი აქტივობის ჩატარება ხელს უწყობს ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თან ასეთი მასშტაბის ტურნირები აკლიათ ჩვენს დევნილობაში მყოფ პატარა ფეხბურთელებს. ამიტომ ყოველთვის გვიხარია და მზად ვართ მხარში დავუდგეთ. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის“.
შეგახსენებთ, რომ ზაურ კალოევის სახელობის ტურნირი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.
მატჩის ვიდეომასალა მომზადებულია სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ: